მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინიციატივო ჯგუფის - „მთიელი წიგნების“ დახმარებით საინტერესო და მათთვის სასურველი წიგნები მიიღეს.ჯგუფის წევრებმა მოსწავლეები ფერად-ფერადი, ლამაზი ილისტრაციებითა და საინტერესო ამბებით გაჯერებული, ასაკსა და ინტერესზე მორგებული წიგნებით გაახარეს. მათ ასევე წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკასაც უსახსოვრეს და გაამრავალფეროვნეს ის.
„უსაზღვრო მადლიერება ჩვენგან „მთიელ წიგნებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სწავლასმოწყურებული მოსწავლეებისთვის მსგავსი საჩქურები ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
იხილეთ ფოტოები: