
მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებისთვის განმავითარებელი გარემოს შექმნას, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო გაკვეთილი, კონკურსი თუ პროექტი ხორციელდება.
ამჯერად, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, მოეწყო, სადაც ერთმანეთს VIII, IX, X და XI კლასები დაუპირისპირდნენ.
ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ტურს, პროექტის ხელმძღვანელი სონია ჭოჭუა უძღვებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში სახალისო და შემეცნებითი გამოვიდა. ბლიც ტურში, კაპიტნებიც საინტერესოდ ასპარეზობდნენ.
საბოლოო შედეგი ასეთია:
I ადგილი: XI კლასი (გუნდის კაპიტანი: ლუკა ხურცილავა);
II ადგილი: IX კლასი (გუნდის კაპიტანი: ლუკა წოწორია);
III ადგილზე თანაბარი ქულებით გავიდნენ VIII (გუნდის კაპიტანი: ნუცა ხურცილავა) და X კლასები (გუნდის კაპიტანი: ალექსი ბჟალავა).
მოსწავლეებმა, ზაფხულის თამაშისთვის მზადებაც მყისიერად დაიწყეს. როგორც სკოლა აანონსებს, მორიგი ინტელექტუალური შერკინება მაისში ჩატარდება.
იხილეთ ფოტოები: