
რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლაში, შემეცნებითი და ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები აქტიურად იმართება.
ამჯერად, სკოლის მერვეკლასელებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს, თემაზე - „ჩვენი წინაპარი, ჩვენი გზამკვლევია“.
შეხვედრას ისტორიის პედაგოგი ანა ჯანიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სახელოვანი მეფის მმართველობის შესახებ, წარმოადგინეს დავით მეფის დროინდელი „სამეფო“, ცოდნაში ერთმანეთი გამოსცადეს, დასვეს კითხვები, იმსჯელეს და კიდევ უფრო გაიღრმავეს ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: