ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების შესახებ შთამბეჭდავი პრეზენტაცია გამართეს
28-02-2023
რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, საქართველოს ისტორიისა და კულტურის სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას, აქტივობასა თუ პროექტს სთავაზობენ.
ამის მაგალითია, მე-6 კლასის მოსწავლეთა პრეზენტაცია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეექვსეკლასელებმა, საგანის - „ჩვენი საქართველო“ პედაგოგის - მარეხი ზუკაკიშვილის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას საქართველოს კუთხეების შესახებ შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარუდგინეს.
„ბავშვებმა სითბოთი და სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვებით გვამოგზაურეს საქართველოში. მათი ხელით შექმნილი კახეთის, ქართლის, იმერეთის, რაჭის, აჭარის, სვანეთის, აფხაზეთის, სამეგრელოს და ხევის ულამაზესმა მოდელებმა აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება. პატარებმა შეგვისრულეს საქართველოს კუთხეების სიმღერები“,- გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიება მუსიკალურად მუსიკის პედაგოგმა ანა ბუაჩიძემ გააფორმა.
ღონისძიება დამსწრე საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა.
„დღეს, ჩვენთან ერთად იყო სიყვარული, სიხარული, აღფრთოვანება და ცრემლები. მადლობა ბავშვებს, პედაგოგებს, კლასის დამრიგებელს და მშობლებს ამ ლამაზი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს