
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი პროექტი ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია პროექტ-გაკვეთილი - „გავიხსენოთ სახელოვანი მეფე დავით მეოთხე“.
პროექტ-გაკვეთილი მე-8ბ კლასში ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სულ სხვა თვალით დანახული მეფე წარმოადგინეს, ისაუბრეს მის ადამიანურ თვისებებზე, განათლებაზე და კულტურულ საქმიანობაზე.
საზოგადოებას გააცნეს, უცხოელი ისტორიკოსების ჩანაწერები და შეხედულებები მეფე დავითის შესახებ. შექმნეს ვიდეორგოლები, რომელიც გაალამაზეს თავიანთი ჩანახატებით.
თემაზე მუშაობისას ისინი გაეცნენ საინტერესო წყაროებს, რითაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერება აუმაღლდათ.
მე-8ბ კლასმა, სკოლას საჩუქრად გადასცა ბანერი, რომელზეც სახელოვანი მეფეა გამოსახული. ბანერი სკოლის დერეფანში გამოიფინა.
იხილთ ფოტო და ვიდეომასალა: