იელის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი ღონისძიებით გაიხსენეს
28-02-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

სასკოლო საზოგადოებამ 1921 წლის თებერვლის მოვლენები გაიხსენა...  „ვინაიდან, ასეთი მოქალაქეების გმირობებზე დგას ნებისმიერი ქვეყანა, ჩვენ, უფროსებმა და უმცროსებმაც პატივი უნდა ვცეთ მათ ხსოვნას, ვადიდოთ გმირები და მოვეფეროთ მათ...“- აღნიშნა დირექტორმა, ლეილა ხვიბლიანმა და მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.

მოსწავლეებმა 25 თებერვალის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203