სენაკის N1 საჯარო სკოლაში მეორეკლასელებმა ზღაპარი - „წელიწადის დრონი“ დადგეს 
28-02-2023
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, ისინი კლასებში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობას ატარებენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ნინო გარუჩავა) ზღაპრის -„წელიწადის დრონი“ მიხედვით, მინი სპექტაკლი დადგეს და ზამთარი ლამაზად გააცილეს.

მეორეკლასელები ლამაზ სადღესასწაულო ფორმებში გამოეწყვნენ და სხვადასხვა ზღაპრის გმირის როლი მოირგეს. ასევე ლექსები წაიკითხეს და ზღაპრიდან სხვადასხვა სცენა გაითამაშეს. მათ შესაძლებლობები - სამსახიობო ნიჭი შესანიშნავად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203