ჭალადიდის საჯარო სკოლაში მეხუთეკლასელებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს
28-02-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს ცოდნისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის - თამუნა შანავას ხელმძღვანელობით, ინგლისურ ენაში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.

პრეზენტაციაზე მათ დაამზადეს პოსტერები, ისაუბრეს თემის - „ფერმა“ გარშემო, აღწერეს ილუსტრაციები, შეადგინეს წინადადებები, ხარისხების ფორმებით გამოიყენეს ზედსართავი სახელები. მათ ინგლისურ ენაში ცოდნა შთამბეჭდავად გამოავლინეს და ახალი უნარები გამოავლინეს.

„ჩემი ყოჩაღები, ყოველთვის, რომ მიმართლებენ იმედებსა და მოლოდინებს“,- აღნიშნავს პედაგოგი თამუნა შანავა.

მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები საგაკვეთილო პროცეში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაც მათი ცოდნის გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203