ფიროსმანის საჯარო სკოლაში იუნკერთა ხსოვნის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
28-02-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში იუნკერების ხსოვნის დღე აღნიშნეს.
23 თებერვალს, ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელის ლეილა ტარიელაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს, რომელიც იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას VIII. IX ,X,XI,X, XII კლასის მოსწავლეები და ამავე სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული და აუდიტორიის უდიდესი მოწონება დაიმსახურა
1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა პატივსაცემად, 23 თებერვალს, საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს