პოეზია ბუნებაში - ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გასვლითი გაკვეთილი
28-02-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნას.

ამ მიზნით მოეწყო გასვლითი გაკვეთილი თბილ, მზიან ამინდში, სადაც მოსწავლეებმა ქართული პოეზიიდან, მათთვის საყვარელი ლექსები წაიკითხეს.

მსგავსი აქტივობები მოზარდებისთვის ძალიან საინტერესოა, ისინი უფრო აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში. ასეთი გარემო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჯანსაღი და მეგობრული კომუნიკაციის დამყარებაში უწყობს ხელს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაცია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203