სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მესამე ადგილი დაიკავეს
28-02-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებშიც. 

25 თებერვალს, ხელვაჩაურის N1 სკოლაში, „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ მიერ, პროგრამის -„ინტელექტუალურ-კულტურული პროექტების მხარდაჭერა“ - ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. 

ღონისძიებაში 32 სკოლა იყო ჩართული. სალიბაურის №2 საჯარო სკოლიდან კონკურსში მონაწილეობდნენ ინტელექტუალურ კლუბ „ლამპარის“ წევრები: ლიზი დიდმანიძე, ლიზა ბერძენიშვილი, როლანდი დავითაძე, რეზო შარაშიძე, თორნიკე შარაშიძე და მიხეილ კოჩალიძე.

გუნდმა ხელვაჩაურის საჯარო სკოლებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

სალიბაურის №2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის გუნდს და წარმატებებს უსურვებს აჭარის პირველობაზე.

ინტელექტუალური კლუბის - „ლამპარი“ მეურვე ვარდო ხოზრევანიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203