„სამეგრელო“ - ხონის N2 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელის ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტზე იმუშავეს
28-02-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა არაფორმალურ განათლებას, რომელიც მოსწავლეებში ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას უწყობს ხელს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყოველივე ეს შემდგომში, მოსწავლეს უვითარებს ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სისტემური აზროვნების, სოციალურ და თანამშრომლობით უნარებს.

სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე თეორიულ ცოდნასთან ერთად იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას.

ამ მიმართულებით, ისტორიის მასწავლებელმა მადონა კუპრაშვილი-გოფოძემ, მე-5 კლასის მოსწავლეებთან ერთად, განახორციელა პროექტი - „სამეგრელო“.

ბავშვებმა ისაუბრეს სამეგრელოზე, როგორც ისტორიული კოლხეთზე, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ ბუნების სილამაზით, მშვენიერებით, სუფთა ჰაერით, კამკამა წყლით, ხუროთმოძღვრული ისტორიული ძეგლებით, კურორტებით, არამედ მრავალფეროვანი, უგემრიელესი და დახვეწილი კერძებითაც.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი რესურსი, მშობელთა ჩართულობით მოამზადეს მეგრული სუფრის ერთ-ერთი გამორჩეული კერძი - ელარჯი, რომლითაც გაუმასპინძლდნენ სტუმრებს და თავადაც დააგემოვნეს.

აქტივობა იყო მეტად სახალისო და შემეცნებითი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203