იელის საჯარო სკოლაში ხუთშაბათობით „მხიარული ვიქტორინა“ იმართება
28-02-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ხუთშაბათობით  „მხიარული ვიქტორინა“ იმართება. 

თამაშის ორგანიზებაში ჩართული არიან კათედრები და უფროსკლასელები. სიამოვნებით მონაწილეობენ მასწავლებლები და მშობლებიც. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები წინასწარ ემზადებიან, ლოგიკურ, სააზროვნო და სახალისო  კითხვებს თავად იძიებენ ინტრნეტსა თუ სხვადასხვა წიგნში. ასევე, ითვალისწინებენ უმცროსკლასელების ინტერესებს და ცდილობენ მათზე მორგებული კითხვები შეარჩიონ, სთავაზობენ მხიარულ გამოცანებს. 

პროცესი ძალიან სახალისოა, გუნდი კითხვის ავტორს ეჯიბრება, ბავშვები უფროსებთან ერთად  მსჯელობენ, განიხილავენ ყველა შესაძლო შემთხვევას და ასე, მსჯელობით მიდიან პასუხამდე. 

სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის მეცხრეკლასელ ალექანდრა ფანგანს საინტერესო აქტივობის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის და უსურვებს უამრავ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203