ქვედა სამების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა მათემატიკის შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი
28-02-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებებით სწავლება. აღნიშნულ დავალებებს მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

ქვედა სამების საჯარო სკოლის მე-7 კლასში მათემატიკაში ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელზეც კომპლექსური დავალების - „სადეზინფექციო ხსნარის დამზადება“ პრეზენტაცია გაიმართა. 

მოსწავლეებმა თემა საფუძვლიანად შეისწავლეს და საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს. 

მეშვიდეკლასელებმა საგანში ცოდნა გაიღრმავეს, თემა მათთვის წარმტაცი აღმოჩნდა, ამიტომ დავალებას საუკეთესოდ გაართვეს თავი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203