ვალის N4 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს
28-02-2023
„თოვდა...და თბილისს ებურა თალხი...“ -1921 წლის 25 თებერვალი, რომელიც  საქართველოს ისტორიაში წითელი ასოებითაა ჩაწერილი.  ეს ის ტკივილიანი თარიღია, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და ამან სამოცდაათ წელს გასტანა“,- აღნიშნავენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში, სადაც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებელ სპარტაკ სამსონიძის ორგანიზებით, მოკრძალებული ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები, V კლასის მოსწავლე სალომე კობაიძემ მხატვრულად წაიკითხა კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი“, შემდეგ კი სასკოლო საზოგადოებას გააცნო 25 თებერვლის ისტორია და ომის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას და რომელთა სახელებსაც ისტორია არასდროს დაივიწყებს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203