
24 თებერვალს, საქართველოს გაეროს ასოციაციამ, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, გამართა მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები თემებზე - 1) საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საბჭოთა ოკუპაცია, 2) რუსული ოკუპაცია და თანამედროვეობა.
ლექციები წაიკითხეს: ირაკლი ირემაძემ (ისტორიის დოქტორანტი, ლექტორი, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის კოორდინატორი) და პაატა ზაქარეიშვილმა (პროფესორი, კონფლიქტოლოგი, პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში (2012-2016 წწ.)
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბ „სხივის“ წევრები. შეხვედრა იყო საინტერესო და ინფორმაციული. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
იხილეთ ფოტოები: