„ფინანსური ინსტიტუტები და მათი საქმიანობა“- ხონის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი
28-02-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა სოციალური და ინფორმაციული პროექტების განხორციელებას, ერთ-ერთი აღსანიშნავი პროექტ-გაკვეთილია - „ფინანსური ინსტიტუტები და მათი საქმიანობა".

სკოლაში გვიყვებიან, რომ ფინანსური წიგნიერება და სწორი ფინანსური აზროვნება ძალზედ მნიშვნელოვანია თანამედროვე რეალობაში და ის ნამდვილად ძლიერი „ბერკეტია“, ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

პროექტ-გაკვეთილიც სწორედ ამ მიზნით ჩატარდა, ის მე-9 კლასში, „ფინანსური წიგნიერების ფარგლებში“, მოეწყო. სასწავლო პროცესს პედაგოგი მაია მაჭარაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ბანკებსა და მათი მუშაობის სისტემაზე, საბანკო ოპერაციებზე, ისაუბრეს დაზღვევის სახეებზე, პირადი ბიუჯეტის დაზოგვაზე, სესხებზე, ფინანსური უსაფრთხოების თემებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

აღნიშნეს, რომ ფინანსური კეთილდღეობის საწინდარი დაზოგვა და გონივრული ხარჯვაა და არა - დიდი შემოსავალი.

პროცესი წარიმართა საინტერესოდ, გაკვეთილს ესწრებოდა მოწვეული სტუმარი, „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენელი გელა გოფოძე, რომელმაც ბავშვებს საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს „საკუთარი ბანკის“ მოდელი - „ტარგეტ ბანკი“, რომლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203