თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
28-02-2023
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულსა და კითხვის კულტურას უნერგავენ.
შესაბამისად, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. წიგნიერების დღესასწაულის აღნიშნვნას როგორც მოსწავლეები ასევე მათი მშობლებიც შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს წარუდგინეს თავიანთი საყვარელი წიგნები, წაუკითხეს ამონარიდები, გაუზიარეს შთაბეჭდილებები. გადაწყვიტეს, მომავალშიც შეხვდნენ ხოლმე ერთმანეთს და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ისაუბრონ მხატვრულ ლიტერატურაზე. აქტივობა საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს