თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნის შესახებ ვიქტორინა გამართეს
28-02-2023
თბილისის N108 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს წიგნის კითხვის სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად ონჯალი რაუფის წიგნი - „ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“ აირჩიეს და წაიკითხეს. მათ აღნიშნული წიგნი მხიარული ვიქტორინით შეაჯამეს.

ბავშვებმა წიგნიდან საინტერესო ამონარიდები ამოწერეს:

„ზოგჯერ სიტყვებს უფრო ძნელად მოიშორებ, ვიდრე ადამიანებს“ ;

„ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანები ტყუილს უფრო ადვილად იჯერებენ, ვიდრე სიმართლეს, რადგან ტყუილი უფრო ხშირად უფრო შთამბეჭდავია“;

„არასოდეს უნდა დავივიწყოთ ის ხალხი, რომლებმაც ჩვენს გადასარჩენად ომებში თავი გაწირეს“;

„გახსოვდეს, არასოდეს მოექცე საშინლად მათ, ვინც თავად მოგექცა ასე, თორემ თუ შენც მათსავით ცუდი ადამიანი გახდები, გამარმარჯვებულნი ისინი დარჩებიან“;

„ზოგჯერ ადამიანები არ გეუბნებიან სინამდვილეში რას ფიქრობენ, ამიტომ სახეზე უნდა დააკვირდე და რარაცას აუცილებლად მიხვდები“;

„თუ რამე ძალიან გინდა , ვალდებული ხარ, მიზნის მისაღწევად ცდა არ შეწყვიტოო!“;

„წიგნები ადამიანებივით არიან- გადაშალე და მათთან ერთად დიდებულ თავგადასავლებს გამოცდი“

მათ წაკითხული წიგნის შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203