„მცირე ცვლილებები - დიდი შედეგები“ - აჭყვას საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი
28-02-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი, სიღრმისეული განათლება და მოტივაცია მისცენ პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან აქტივობებში, პროექტებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში რთავენ. 

ამჯერად, მეხუთე კლასში თემაზე - „მცირე ცვლილებები - დიდი შედეგები“ პროექტი განხორციელდა. პროექტს ქართული ენისა და ლიტარატურის პედაგოგი ირინე გორგაძე ხელმძღვანელობდა. 

შემეცნებთი პროექტი მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს, მათ შორის, შერჩეული ტერიტორია დაასუფთავეს და ბუნების მოფრთხილების მოწოდებით პლაკატები დაამზადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203