ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაში ინგლისურ ენაზე ითამაშეს
28-02-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში უცხო ენის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიბა იმართება, რომლებიც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ემსახურება. 

მათ შორის, სკოლის თვითმართველობის მოსწავლეებმა - აჩიკო შაინიძემ და ნათია ხოზრევანიძემ ინგლისურ ენაზე ინტელექტუალური თამაში What? Where? and When? ჩაატარეს. 

ინტელექტუალურ თამაშში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაში მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მოზარდებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა, შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამოვლინდა გამარჯვებულიც.

სკოლაში ღონისძიების ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203