ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ილუსტრირებული კედლის გაზეთი შექმნეს
27-02-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება. 

ამჯერად, ასეთი გაკვეთილი მე-4 კლასში, ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის გუანნა მკოიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა. მოსწავლეებმა ანდაზები ისწავლეს და თავიანთი ნამუშევრებით ილუსტრირებული კედლის გაზეთი შექმნეს. 

მეოთხეკლასელები აქტივობაში მოდნომებით ჩაერთნენ, გაკვეთილი საინტერესოდ და ნაყოფიერდ წარიმართა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა შემდეგი ანდაზები ისწავლეს:

  • „ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება“;
  • „ხელი ხელს ბანს და ორივე კი პირსაო“;
  • „ეს  ისევეა სიმართლე,როგორც ორჯერ ორი ოთხიო“;
  • „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო“;
  • „ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივე სხვადასხვანაირიო“.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203