ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა. ის ისტორიის მასწავლებლის მაია ხაბელაშვილისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის რუსუდან მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს და 25 თებერვლის გმირები, გენერლები: გიორგი მაზნიაშვილი და ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, სამხედრო სასწავლებლის სტუდენტების, კოჯორსა და ტაბახმელასთან დაღუპული იუნკერები, ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის მედდა - მარო მაყაშვილი გაიხსენეს.
მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და აღნიშნული თარიღის შესახებ ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: