წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითა თუ პროექტებითაა დატვირთული. ამჯერად, მე-10 კლასში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ლიუბა ბულუდიანის ხელმძღვანელობით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსწავლეებმა როლები წარმატებით მოირგეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
მოსამართლე - ნარეკ ბალიანი, პროკურორი - სვეტლანა ხჩოიანი, ადვოკატი - მონთე მიგიჩიანი, მოპასუხე - მილენა მაზმანიანი, განმცხადებელი - ვართუი ნერსესიანი, განმცხადებლის მოწმე - ნოვიკ არუტიუნიანი, ხოლო მოპასუხის მოწმე - რონალდო პოგოსიანი იყო.
„აღნიშნული იმიტირებული პროცესის წარმოდგენით მოსწავლეებმა გაიაზრეს სასამართლოს ყველა წევრის ფუნქცია, მნიშვნელობა და ვალდებულებები. საგაკვეთილო პროცესი წარიმართა საინტერესოდ და სახალისოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: