მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტზე იმუშავეს
27-02-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პროექტი წარადგინეს.

მეცხრეკლასელებმა პროექტი  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე - კოლაუ ნადირაძის ლექსი „21 თებერვალი, 1921 წელი“ მოამზადეს.

პროექტს მასწავლებელი ინგა დარსაველიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სწორედ ეს ლექსი გახდა ინდიკატორი, რომელზეც მოსწავლეებმა ააგეს კომპლექსური დავალება: გააანალიზეს ლექსი, ისაუბრეს ამ შესანიშნავი ლექსის ბედსა და მის ავტორ - კოლაუ ნადირაძეზე. ასევე, გამოკვეთეს ცისფერყანწელთა როლი ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს 1921 წლის ანექსიას შეწირულ გმირებზე, ქართველ იუნკერებსა და მათთან ერთად დაღუპულ მოწყალების დაზე - მარო მაყაშვილზე.

ავბედითმა ჟამმა, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია და ქართველი მოდერნისტი პოეტების ბედი, შთააგონა მეცხრეკლასელ მოსწავლეებს დაეწერათ ესეები, რომელშიც მოსწავლებმა გაავლეს პარალელი 1921 წლის ანექსიას, 1991 წლისა და 2008 წლის ომებს შორის. საინტერესო და შთამაგონებელმა გაკვეთილმა სკოლის დირექციისა და პედაგოგების მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203