ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. გამონაკლისი არც 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე ყოფილა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის ისტორიის კლუბ „მემატიანისა“ და მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით, ღონისძიება - „25 თებერვალი ოკუპაციის დღე“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა ოკუპაციასთან დაკავშირებით ნამუშევრები მოამზადეს და წარადგინეს. მათ ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლუბის კურატორი, ისტორიისა და სამოქალაო განათლების მასწავლებელი - მალხაზ ნაგერვაძე.
იხილეთ ფოტოები: