პედაგოგ მელანია დოლიძის ჰოკეისტთა გუნდი ქუთაისში, სპორტულ ფესტივალზე იმყოფებოდა
27-02-2023
მელანია დოლიძე სპორტის მასწავლებელია, რომელიც მუდმივად პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული. ის მიზანდასახულობითა და საქმისადმი სიყვარულით გამოირჩევა.

პედაგოგი მოსწავლეებს მუდმივად შრომასა და გამარჯვებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი სკოლაში ჰოკეისტთა გუნდს უდგას სათავეში. მასწავლებელი გუნდის წევრებს სხვადასხვა შეჯიბრსა და ტურნირში რთავს, სადაც ისინი წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ჰოკეისტთა გუნდი ფესტივალზე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც გუნდის თითოეულმა წევრმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა.

„მართლაც საუკეთესოები მყავხართ, ჩემო ბავშვებო“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203