ეშტიის N2 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
27-02-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის მიღებასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებს ატარებენ.

ამჯერად, სკოლის მე-10 და მე-11 კლასებში მოსწავლეებმა საქართველოს 1921 წლის 25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს. მათ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს, სადაც პრეზენტაციის სახით „საბჭოთა რუსეთის იმპერიალური პოლიტიკა საქართველოში“ და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტი წარადგინეს.

კლასში ასევე ფილმის - „საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ“ ჩვენება მოეწყო, რომლის დასრულების შემდგომ მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები ქვეყნის ისტორიას უკეთ ეცნობიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203