ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება გამართეს
27-02-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის - ცისანა დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება ჩაატარეს. მათ სკოლაში შექმნეს რესურსები და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარადგინეს. მოსწვალეებმა მოიძიეს ინფორმაციები და ერთმანეთს გაუზიარეს. კლასში ასევე თემასთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება მოეწყო. 

„სკოლაში დაეშვა სახელმწიფო დროშა და გამოცხადდა წუთიერი დუმილი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203