ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ლიტერატურულმა კლუბმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა
27-02-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე შეხვედრები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან შეხვედრა ლიტერატურულმა კლუბის - „ივერიელი“ წევრებმა მოაწყვეს.

კლუბის წევრმა - ნათია მიქელაძემ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის თემაზე მინი ლექცია ჩაუტარა. მოსწავლეები ლექციის მიმდინარეობისას, თემების განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ თავისუფლებისკენ ბრძოლა არ არის მხოლოდ წარსული, ეს არის ჩვენი  მომავალი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203