„მოსწავლეები გმობენ ყოველგვარ ძალადობას“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, სიუჟეტი მოამზადეს
27-02-2023

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, თავიანთი დამოკიდებულება საინტერესოდ, ორგანიზებული პერფორმანსითა და სიუჟეტით გადმოსცეს.

მოსწავლეებმა ომის მძიმე შედეგები და სასტიკი რეალობა წარმოაჩინეს და ისაუბრეს რუსეთის ოკუპაციის შესახებ.

„ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ჩვენი მოსწავლეები გმობენ ყოველგვარ ძალადობას და აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე კარგად ვიცით რა არის ომი, რა ტკივილია ოკუპაცია, რა თანმდევი ადამიანური ტრაგედიები სდევს მას: გაყოფილი ოჯახები, ხელოვნურად დაშორებული საზოგადოებები უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა...

ახლა, როცა მსოფლიო ებრძვის გაურკვეველ პანდემიებს და ცხოვრება გვიწევს ბუნებრივი კატაკლიზმების პირობებში, კიდევ ერთხელ გვიმძაფრდება სურვილი - მალე დასრულდეს ეს ბოროტება... რუსული ოკუპაცია არის ქართველების და უკრაინელების საერთო ტკივილი... გვჯერა და ღრმად ვართ დარწმუნებული უკრაინის გამარჯვებაში. საქართველო და უკრაინა აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203