ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ოთხი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლებით დაჯილდოვდა
27-02-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში ოთხ წარჩინებულ კურსდამთავრებულს: ხატია დანელიას, ანი ხაინდრავას, მეგი დანელიასა და მარიამ დანელიას კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

კურსდამთავრებულები სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტომ დააჯილდოვა. 

„ამ ოთხმა საუკეთესო გოგომ საოცარი გონიერებითა და შრომისმოყვარეობით შეძლეს ოქროს მედლით დაემშვენებინათ სკოლაში გატარებული 12 წელი. დღეს ისინი სტუდენტები არიან და მნიშვნელოვანი ეტაპებისთვის ემზადებიან“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალს იღებს მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 - დამრგვალების გარეშე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203