
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებას და ამ კუთხით მათ განვითარებას.
მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა სახის სპორტულ ღონისძიებებში, ამჯერად სამეგრელო - ზემო სვანეთის პირველობაზე კარატეში, მოსწავლე ბარბარე გოგინავამ პირველი ადგილი დაიკავა.
ბარბარე ჩხოროწყუს კომპლექსური სასპორტო სკოლის აღსაზრდელია (მწვ. გ.მამფორია).
ჩემპიონატი 26 თებერვალს, ზუგდიდში ჩატარდა, სადაც 14 სპორტსმენი მონაწილეობდა, წლოვანებებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ბარბარეს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.