მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილ მწერალს უმასპინძელს 
27-02-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლას, მწერალი დათო ტურაშვილი და ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.

„მთიელი წიგნების“ წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს ასაკსა და ინტერესებზე მორგებული საინტერესო წიგნები გადასცეს.

მწერალმა კი, ლექციით გაანებივრა ბავშვები და შეხვედრის ბოლოს ჭადრაკის პარტიაც ითამაშა მათთან.

„სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ბედნიერი დღე გვაჩუქა ჩვენი დროის საუკეთესო მწერალმა დათო ტურაშვილმა და ორგანიზაციამ - ,,მთიელი წიგნები“ ... მადლობა მათ, ამ ბედნიერი დღისთვის... ჩვენ ეს ყურადღება ძალიან გვჭირდება“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203