შავღელეს საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
27-02-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებსა და შეჯიბრებებში აქტიურად რთავენ. ამჯერად, მოსწავლეებმა სპორტის მასწავლებლის - ზურაბ ქადამაძის ხელმძღვანელობით, ჭადრაკის ტურნირში ღირსეულად იასპარეზეს.
23 თებერვალს შავღელეს საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის ჭადრაკში შიდასასკოლო ფესტივალის ფინალი ჩატარდა. ფესტივალში მე-8 კლასის მოსწავლემ - ლუკა გათენაძემ 1-ელი ადგილი ღირსეულად დაიკავა და სიგელი გადაეცა.
24 თებერვალს კი შიდასასკოლო ფესტივალის ფინალი სკოლის საშუალო საფეხურზე ვაჟებს შორის გაიმართა. 1-ელ ადგილზე გავიდა მე-11 კლასის მოსწავლე როლანდ წილოსანი, რომელსაც სიგელი გადაეცა.
მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეთა შესაძლებლობებს ავითარებს და მათ მოტივაციას ამაღლებს.