
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში ცნობიერების ამაღლების მიზნით მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ. პედაგოგები, ასევე, ბავშვებს ქვეყნის მიმართ სიყვარულს შთააგონებენ, რისთვისაც მის წარსულსა და ისტორიას ადრეული ასაკიდანვე აცნობენ.
ამჯერად, სკოლაში პედაგოგის - ცირა ჯელიას ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „25 თებერვალი- საბჭოთა ოკუპაციის დღე“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენები, შექმნეს პლაკატი, წაიკითხეს ლექსები და სამშობლოს თემაზე სიმღერები შეასრულეს.
მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთი - „ოკუპაცია დროებითია“ შექმნეს, სადაც აღნიშნულ პერიოდში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია დაიტანეს.
აღსანისნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ქვეყნის ისტორიას ეცნობიან, იგებენ თუ რა მძიმე პერიოდი გამოიარა ქვეყანამ.
იხილეთ ფოტოები: