ივანდიდის საჯარო სკოლის კლუბი - „აქტიური მოქალაქეები“ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
27-02-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იგეგმება.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ არაფორმალური განათლება იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ისეთ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია აღნიშნული უნარები ხელს უწყობს ადამიანის საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებას და მის რეალიზაციას. მოზარდებში ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და უნარებს ავითარებს.

ამ მიზნით სკოლის კლუბმა - „აქტიურმა მოქალაქეები“, პედაგოგ შორენა გუბელაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში.

ღონისძიება მიძღვნილი იყო საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი.

მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ხონის დიდების მუზეუმში იმყოფებოდნენ. ასევე, ნახეს „მაკ ჯორჯიას თეატრალური ფესტივალი 2023“-ის მიერ დადგმული სპექტაკლები - „ცა ჩვენი სცხოვრების სარკეა“ და „სანამ ურემი გადაბრუნდება“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203