
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა სახის კონკურსებში აქტიურად ერთვებიან და წარმატებით ასპარეზობენ.
ამჯერად, კონკურსში - „ნიჭიერი თაობა“, მონაწილეობდნენ, სადაც მე-10 კლასის მოსწავლე სედა ნიკოღოსიანმა დაიკავა მე-3 ადგილი და დაჯილდოვდა დიპლომით.
გოჰარ პეტროსიანი, აბელ მალხასიანი და ანი პეტროსიანი კი - საპატიო სიგელებით დასაჩუქრდნენ.
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს, ნინოწმიდის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: