გუდაურის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ
27-02-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში პირველკლასელები ქართულ ანბანს წარმატებით ეუფლებიან. პედაგოგები მათ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც სწავლების პროცესს უმარტივეთ.

ამჯერად, კლასში პედაგოგის თამარ მწითურის ხელმძღვანელობით პრეზენტაცია თემაზე - „სიტყვა და მარცვალი“ გაიმართა.

„გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ანბანეთის სამეფოში“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პრეზენტაციაზე მოსწავლეები დაეუფლნენ ბგერათა წარმოთქმას. ისინი თემატიკასთან დაკავშირებულ აქტივობებში აქტიურად ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„გასაგებად და დიფერენცირებულად გამოთქვამენ სიტყვებს. წინადადებაში სიტყვათა შორის, აფიქსირებენ საზღვრებს, წინადადების ბოლოს კი აკეთებენ პაუზას, ერთმანეთისაგან ასხვავებენ სიტყვებს ბგერათა და მარცვალთა შემადგენლობის მიხედვით“, - გვიყვებიან ბეჯითი და მონდომებული პირველკლასელების შესახებ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203