საქველმოქმედო აქცია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
27-02-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, კვირის მანძილზე გრძელდებოდა საქველმოქმედო აქცია - „თებროლესათვის“.

აქცია, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ეკო -კლუბის ინიციატივით, სკოლის დირექციის ხელშეწყობითა და სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა.

თებროლე, ამავე სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა, რომელსაც 2020 წელს ჩაუტარდა ოპერაცია.

მოსწავლეებმა, ოჯახისთვის მკურნალობის ხარჯების შესამსუბუქებლად მეგობრისთვის დახმარება გადაწყვიტეს და საქველმოქმედო აქციაც საკმაოდ შედეგიანი გამოვიდა.

„მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც მცირედი მაინც გაიღო თებროლესათვის და გულთან მიიტანა მისი გასაჭირი.  ჩვენ შევძელით თებროლეს დახმარება... მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ჩვენს გოგოს...“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი ფაქიზო ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203