სავანეთის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება
27-02-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სამოაქალაქო აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი. ამჯერად,  22 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით, მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ციფრული მოქალაქეობის“ განხორციელება დაიწყო.  

პროექტს აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სახის აქტივობა ხორციელება. პირველი აქტივობა, რომელიც სკოლაში განხორციელდა დისკუსიისთვის მომზადება იყო. 

დისკუსიას ესწრებოდნენ მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები და პედაგოგები. სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - ლამზირა ოსეფაშვილმა მოსწავლეებს პრეზენტაცია სლაიდებით (მედიარესურსი) წარუდგინა, შემდგომ კი მათთან ერთად აღნიშნული საკითხი განიხილა.

მე-7, მე-10,  მე-11 და მე-12 კლასების  მოსწავლეებმა ციფრულ მედეგობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოამზადეს. მათ 21-ე საუკუნის კომპეტენციებსა და მედიაწიგნიერებაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ციფრული პროდუქტები: პრეზენტაცია, პოსტერი, ვიდეო, ანიმაცია, ციფრული თხრობა, ბლოგი, ვიკი, პოდკასტი, ინსტაგრამ სთორიები, ისაუბრეს მათი გამოყენების დადებით და უარყოფით მახასიათებლებზე. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია ინტერაქციული სახის იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დისკუსია გაიმართა სხვადასხვა საკითხზე:  პირადი პერსონალური მონაცემების დაცვა, სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია, კიბერულინგი.

„მოსწავლეთა ჩართულობა დირექტორის - ქალბატონი ინგა მიქელაძის დამსახურებაა. ყოველი ინოვაცია, ახალი მუხტი დადებითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე, აკადემიურ მოსწრებაზე“, - ამბობს პედაგოგი, ლამზირა ოსეფაშვილი.

ასეთი სახის დისკუსია/პრეზენტაცია მოსწავლეთა თვითშეგნებასა და ცოდნას ამაღლებს, ამზადებს გამოწვევეთან გასამკლავებლად.

„ნამდვილად დროული და საჭიროა ასეთი ტიპის შეხვედრები, სადაც მთავარ როლს მოსწავლეები ასრულებენ საკუთარი აზროვნებით, მსჯელობით, სიახლეებით, პრეზენტაციებით. რაც მეტია ინფორმაციული წვდომა, მით მეტია დეზინფორმაციის, პერსონალურ მონაცემებში შეღწევის საფრთხე. ამგვარი საკითხები მეტად მნიშვნელოვანია და ცხოვრებისეულ  გზამკვლევს წარმოადგენს. მოსწავლეები იღებენ ცოდნას; როგორ დაიცვან საკუთარი პერსონალური მონაცემები, არ ენდონ სხვას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა არ გახდნენ კიბერბულინგის მსხვერპლნი“, -  აღნიშნავს პედაგოგი, ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203