წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს
27-02-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, მე-10 კლასის ისტორიის გაკვეთილი საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა.

გაკვეთილს ისტორიის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაციები, სადაც ლიკა მიქაბერიძეს და ნინი ბენიძეს გამოყენებული ჰქონდათ ისტორიული  დოკუმენტები და ფოტომასალა.

კრისტი ჩიხლაძემ მოამზადა კედლის გაზეთი სახელწოდებით - „არა ოკუპაციას! კმარა!“.

ისტორიის გაკვეთილს, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა. კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ლაჭყეპიანი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203