„საქართველოს ღირსშესანიშნაობები“- სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საგანმანათლებლო სახის პროექტები და ღონისძიებები ტარდება.
ამჯერად, გიმნაზია-პანსიონში მე-6 კლასის მოსწავლეებმა პროექტი (ხელმძღვანელი ქეთევან სუჯაშვილი) - „საქართველოს ღირსშესანიშნაობები“ წარადგინეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე სხვადსხვა კუთხის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს. პროექტში თითოეული მონაწილე აქტიურად იყო ჩართული, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: