დმანისის N2 სკოლის მოსწავლემ, ფახრატ მამედოვმა თავისუფალ ჭიდაობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
27-02-2023
დმანისის N2 საჯარო სკოლის მერვეკლასელმა, ფახრატ მამედოვმა სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე, თავისუფალ ჭიდაობაში მან თავის  წონით კატეგორიაში მეორე ადგილი მოიპოვა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სპორტული ცხოვრებისთვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მათი მხარდაჭერა.

„გილოცავთ ფახრატ ამ წარმატებას... ეს ერთი და სხვა მრავალი!“ - აღნიშნავენ სკოლაში.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203