
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა გაკვეთილების ისე დაგემვას, რომ მოსწავლეთა სურვილებსა და ინტერესებს იყოს მორგეული.
ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილი, დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ნათია ვარაზაშვილმა, მეორეკლასელებს ქართულ ენაში ჩაუტარა, თემაზე - „კოდალა და ციყვი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე მაღალი იყო მოსწავლეთა ინტერაქცია. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი გაკვეთილის თითოეულ ეტაპზე.
„წარმატებებს ვუსურვებთ პატარებსა და მოტივირებულ პედაგოგს“, - აღნიშნავს სკოლის ადმინისტრაცია
იხილეთ ფოტოები: