დმანისის N2 საჯარო სკოლის თოჯინების თეატრში მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს
27-02-2023

დმანისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათი კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, მუსიკის მასწავლებლის სვეტლანა ბაირამოვას ინიციატივით „თოჯინების თეატრი“, შეიქმნა.

18 თებერვალს კი, პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ზღაპრის - „კალაბოკის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დახატეს ზღაპრის გმირები და გაახმოვანეს ისინი. სპექტაკლმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რასაც ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია.

 იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203