წიგნის ჩუქების დღე ტურცხის საჯარო სკოლაში
27-02-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში, წიგნიერების პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში კითხვის კულტურის დანერგვას დიდი ყურადღება ექცევა.

ამ მიზნით, სკოლაში წიგნების ჩუქების დღე მოეწყო.  სკოლის შენობაში განთავსებულ, მწერალ და საზოგადო მოღვაწე ოქრო ოქროიანის სახელობის ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია გაიმართა.  

მოსწავლეებმა წაიკითხეს სომეხი და ქართველი მწერლების პოეზია, გაეცნენ ოქრო ოქროიანის შემოქმედებას.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა ერთმანეთი დაასაჩუქრეს წიგნებით.

ღონისძიებას, პედაგოგი კარინე ფაშიკიანი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203