წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
27-02-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ პროექტი ხორციელდება.
მათ შორის აღსანიშნავია, პედაგოგ ქეთინო ჯიქიას პროექტი - „Масленица“.
როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მოსწავლეები არაფორმალურ გარემოში უკეთესად ითვისებენ და უძლიერდებათ მოტივაცია, სწორედ ამიტომ განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა: ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, კულტურის გაზიარებასა და გუნდური მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სამუშაო პროცესი საინტერესო და შემეცნებითი იყო, მოსწავლეებმა მათთვის უცნობი და ახალი ინფორმაცია მიიღეს.