„თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ - საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი პროექტი თბილისის N60 საჯარო სკოლაში
27-02-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღეს პროექტი მიეძღვნა, სახელწოდებით - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს და განიხილეს ხელოვნების კუთხით, ის ეროვნული საგანძური, რომელიც ოკუპაციას გადაურჩა ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებით.
ასევე, ბავშვებნა შეისწავლეს street art-ის ხელოვნება და პროექტის ბოლოს ოკუპაციის თემაზე, ამ სტილში ნამუშევრები შექმნეს.
პროექტს ხელოვნების მასწავლებელი ეთერ ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნო მე-7,მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
„დღე, რომელიც მუდან უნდა გვახსოვდეს: 1921 წლის 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღე!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს