
კვირეულში სკოლის რუსული და ქართული სექტორის მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით ბუკლეტები და კედლის გაზეთი დაამზადეს. მათ ასევე მოაწყვეს ფილმის ჩვენება და საინტერესო ინფორმაციული პრეზენტაციები.
კვირეულის დასასრულს კი სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს ანექსიაზე და აღნიშნულ თემაზე ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას ესწრებოდა გლდანი ნაძალადევის რესურსცენტრის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
იხილეთ ფოტოები: